LIVE
ვიდეო
01 ოქტ, 2021 17:12
სუბსიდირებული იპოთეკური სესხების მოცულობა 21 მილიონ ლარზე მეტია
954

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით 1 თვეში 194 სესხი გაიცა. მისი განცხადებით, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 21 292 903 ლარს, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა 109 757 ლარს შეადგენს.

„მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები,“ - განაცხადა მინისტრმა.

პროგრამის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ოჯახმა, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200,000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ