ვიდეო
24 სექ, 2021 14:50
მაღალი ინფლაცია გამოწვევაა - TBC კაპიტალი
113

წელს "თიბისი კაპიტალი" ეკონომიკის 10.5%-იან ზრდას ელის. ამასთან, წინა  პროგნოზთან შედარებით ორგანიზაციამ მომავალი წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზი 0.5% პროცენტული პუნქტით, 6%-მდე შეამცირა. 

"თიბისი კაპიტალის" პროგნოზითვე, 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37.5%-ით აღდგება. მიმდინარე წლის 8 თვეში ტურიზმის საქართველომ დაახლოებით 704 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიამდელ 2019 წლის შესაბამის პერიოდში შემოსავლების ოდენობა დაახლოებით 2.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 

"თიბისი კაპიტალის" თანახმად, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების შემოდინება შენელებულია და შემოსავლებში მნიშვნელოვან წილს უკრაინა, ისრაელი, ევროკავშირისა და აღმოსავლეთის ქვეყნები იკავებენ.

ამასთან, დატვირთულობა და საშუალო დღიური ფასი ძლიერად არის აღდგენილი ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე. "თიბისი კაპიტალის" პროგნოზითვე, 2019 წლის დონეს ინდუსტრია დატვირთულობითა და RevPAR-ით 2023-ში მიუახლოვდება.

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, მაღალი ინფლაცია გამოწვევაა და მისი შემცირება მხოლოდ 2022 წელსაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა, საბაზისო პროგნოზით, წელს ეკონომიკის 7.7%-იან ზრდას ელის.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ