LIVE
ვიდეო
24 სექ, 2021 12:20
ბილეთები ბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმაც გააძვირეს - აფციაური
1015

Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამბობს, რომ ბიუჯეტური ავიაკომპანიების შემთხვევაშიც ბილეთის ფასმა დაახლოებით 20-25%-ით მოიმატა. როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, მიზეზი პანდემიის გამო ავიაკომპანიების ხარჯების ზრდაა. 

"მგონი ერთადერთი საკონსულტაციო კომპანია ვიყავით, ვინც ამბობდა რომ სამწუხაროდ, ბილეთის ფასები არ იქნება ისეთი, როგორიც კოვიდამდე და მოიმატებს. დაახლოებით 20-25%-ით მოიმატა ზოგადად ფასებმა და  დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებსაც შეეხოთ ეს. თუმცა სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით დაბალი ფასი აქვთ. სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება. მაგალითად Wizz air-ის, Flyarystan-ის ან სხვა ბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ბილეთები რომ ვნახოთ, რა ფასებს სთავაზობს მომხმარებლებს სექტემბერ-ოქტომბერში, საკმაოდ მაღალია ფასები კოვიდამდე პერიოდთან შედარებით",- განაცხადა აფციაურმა.

ამასთან, Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ მგზავრების ოდენობა სამივე აეროპორტის შემთხვევაში დაახლოებით 35%-ით არის აღდგენილი.

"დაახლოებით 40-მა ავიაკომპანიამ დაიწყო ფრენები სამივე აეროპორტში [თბილისი, ქუთაისი და ბათუმი] და 75%-ით აღდგა ფრენების ოდენობა. ერთია ფრენებისა და ავიაკომპანიების რაოდენობა, მაგრამ მეორეა მგზავრთნაკადი, რომელიც ჯამში სამივე აეროპორტის შემთხვევაში დაახლოებით 35%-ით არის აღდგენილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 40%-იანი აღდგენით დავასრულებთ წელს",- განაცხადა იგორ აფციაურმა.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ