LIVE
ვიდეო
22 სექ, 2021 20:05
საქართველოში ტურისტული საქმიანობის რეესტრი შეიქმნება
1370

საქართველოში ტურისტული საქმიანობის რეესტრი შეიქმნება. რეგისტრაცია ყველა ტურისტული სუბიექტისთვის სავალდებულო იქნება. ინიციატივას ტურიზმის შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, კვლავ რეგულირების მიღმა დარჩებიან გიდები.

საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობენ დონორი ორგანიზაციები.

„გამოიყო რამდენიმე მიმართულება, სადაც საუბარია ტურისტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე. ასევე მაღალი რისკის სერვისები, სადაც მივიჩნევთ, რომ კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ზედამხედველობა და რეგულირება. ახალი კანონპროექტით, წახალისებულია კერძო სექტორის ჩართულობა ტურიზმის პოლიტიკის შემუშავებაში. გადაწყდა, რომ, ამ ეტაპზე, გიდების სამართლებრივი რეგულირება არ მომხდარიყო. წახალისდება გიდების კვალიფიკაციის ამაღლება, შესაბამისი სტიმულების არსებობით“,- განმარტა USAID-ს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჩოხელმა.

ტურიზმის შესახებ კანონის ამჟამინდელი რედაქცია 1997 წლით თარიღდება. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დოკუმენტი თანამედროვე სტანდარტებს ვერ პასუხობს, სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, ამ მიმართულებით, ცვლილებები აუცილებელია. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ