LIVE
ვიდეო
21 სექ, 2021 10:05
რამდენმა სატვირთომ გაიარა საქართველოში და რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა
1115

მომდინარე წლის 8 თვეში საქართველოზე ტრანზიტით 215 977-მა სატვირთო ავტომობილმა გაიარა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 12.5%-ით გაიზარდა.

ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში გზათსარგებლობის გადასახადიდან (ტრანზიტი) ბიუჯეტმა 43.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდში 38.3 მილიონი.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტის, პაატა ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ტრანზიტის რეჟიმში მოძრავი, როგორც ქართული, ისე უცხოური სატვირთო ავტომობილებისთვის გზათსარგებლობის საფასური 200 ლარს შეადგენს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ