LIVE
ვიდეო
20 სექ, 2021 12:10
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატი
1115

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი (1 მილიარდ 286 მილიონი აშშ დოლარი), რუსეთი (1 მილიარდ 011 მილიონი აშშ დოლარი) და ჩინეთი (941 მილიონი აშშ დოლარი) არიან.

ჩინეთი საექსპორტო მიმართულებით ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველომ 8 თვეში ჩინეთში 422 მლნ აშშ დოლარის მოცულობის საქონელი გაიტანა. შემდეგ 377 მლნ აშშ დოლარით რუსეთი მოდის, ხოლო მესამე ადგილზე 347 მლნ აშშ დოლარით აზერბაიჯანია. სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 517.9 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 293.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 265.5 მლნ. აშშ დოლარით. იანვარ-აგვისტოში მთლიანად ექსპორტის მოცულობამ 2 მილიარდ 611 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღნიშნულ პერიოდში 20.7%-ით გაიზარდა იმპორტი 6 მილიარდ დოლარამდე. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 547.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 492.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 445.9 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, 8 თვეში ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წლიურად თითქმის 29%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 899 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 72.7%-ს შეადგენს. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ