LIVE
ვიდეო
17 სექ, 2021 14:38
ლეჟავა: რეკომენდაციაა, ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სესხი ლარში აიღოს
810

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დოლარის სესხებთან დაკავშირებული სავალუტო რისკის გამო, მომხმარებლებმა იპოთეკური სესხის აღებისას არჩევანი ლარის სასარგებლოდ უნდა გააკეთონ.

ამასთან, როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, 200 000 ლარიანი დაკრედიტების ზღვრის გადახედვასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განხილვები არაა.

„ვთქვათ, იპოთეკურ სესხს ვიღებთ 10-15 წლით, უნდა შევხედოთ საპროცენტო განაკვეთის მოლოდინს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და არა მხოლოდ იმას, რაც დღეს გვაქვს. როდესაც ცვლადი განაკვეთით ვიღებთ სესხს, დღეს თუ გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ის სამომავლოდ სავარაუდოდ შემცირდება. ლარის სესხს დოლარის სესხისგან განსხვავებით სავალუტო რისკი არ ახლავს შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას ყოველთვის ვუწევთ, რომ სესხი მომხმარებელმა იმ ვალუტაში აიღოს, რომელშიც შემოსავალი აქვს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ეს არის ლარი“,- აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

ლარის იპოთეკური სესხი წინა წელთან შედარებით საშუალოდ 1 პროცენტულ პუნქტზე მეტადაა გაძვირებული. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, იპოთეკური სესხის საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 12.07%-ს აღემატება. ლარში სესხების გაძვირების პარალელურად, უცხოური ვალუტის სესხების საპროცენტო განაკვეთი კლების ტენდენციით ხასიათდება და დოლარის იპოთეკური სესხი ლარის სესხთან შედარებით 2.5-ჯერ იაფია.

ლარში სესხის გაძვირების უმთავრესი მიზეზი გაძვირებული ლარია. ეროვნული ბანკი მაღალი ინფლაციის საპასუხოდ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს რეფინანსირების 10%-იანი განაკვეთით.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ