ვიდეო
საარსებო მინიმუმი 221 ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით თითქმის 3 ლარით გაიზარდა. შედეგად, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 221.1 ლარი შეადგინა. 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით საარსებო მინიმუმი 38.8 ლარით არის გაზრდილი.
2004 წლიდან "საქსტატი" საარსებო მინიმუმს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ