LIVE
ვიდეო
14 სექ, 2021 14:00
საქართველომ საბურავების იმპორტში $46 მილიონი გადაიხადა
1195

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ახალი ($39.5 მილიონი) და მეორადი ($6.4 მილიონი) საბურავების იმპორტში $45.9 მილიონი გადაიხადა. „საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი საბურავების იმპორტი 13.5%-ით შემცირდა, ხოლო ახლების 9.4%-ით გაიზარდა.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „საქსტატიდან“ აცნობეს, მეორადი საბურავების TOP-3 იმპორტიორი ქვეყანაა:

  • გერმანია - $2.1 მილიონი
  • იაპონია - $1.2 მილიონი
  • შვეიცარია - $940.3 ათასი

რაც შეეხება ახალი საბურავების იმპორტიორებს:

  • ჩინეთი - $15 მილიონი
  • თურქეთი - $5.5 მილიონი
  • იაპონია - $3.3 მილიონი

საქართველოში ახალი საბურავების მსხვილი იმპორტიორია, ასევე რუსეთი ($2.2 მილიონი) და სერბეთი ($2 მილიონი).

აღსანიშნავია, რომ საქართველომ  2021 წლის 7 თვეში ექსპორტზე $8.1 მილიონის ახალი საბურავი გაიტანა. გასული წლის საანგარიშო პერიოდში ახალი საბურავების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $14.1 მილიონს აჭარბებდა. მიმდინარე  წელს საქართველომ ახალი საბურავებით, ნიდერლანდები ($1.7 მილიონი), გაერთიანებული სამეფო ($1,4 მილიონი) და ირლანდია ($ 967 ათასი) მოამარაგა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ