LIVE
ვიდეო
29 ივლ, 2021 19:16
სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ერთად, ფერმერები საძოვრების პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
917

61-მა ფერმერმა 240 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 25%-იანი ფასდაკლებით გამოისყიდა. აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა რამდენიმე თვეა მოქმედებს და ძირითადად მცირე და საშუალო ფერმერებზეა გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების ნაწილმა უკვე შეძლო სახნავ-სათესი მიწების გამოსყიდვა, მათი შეფასებით პროგრამაში ბევრად მეტი ფერმერის ჩართვაა საჭირო.

ამასთან, რძის მწარმოებელი ფერმერები აღნიშნავენ, რომ ისინი არაკონკურენტულ გარემოში არიან, წლებია ითხოვენ, რომ სახელმწიფოსგან იჯარით მაინც შეძლონ საძოვრების აღება. მაშინ როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს 10-წლიან გეგმაში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ რძის სექტორის განვითარებაა, ფერმერები სამინისტროს სთხოვენ, მათთვის საძოვრების გადაცემის საკითხი მოგვარდეს.

„ეს საკითხი მოითხოვს დროულ გადაჭრას და ჩართულობას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა მოხდეს მისი გასხვისება, სად ვხედავთ ინვესტორის ადგილს და სად ვხედავთ ფერმერის ადგილს. ამ საკითხებთან დაკავშირებით უნდა იყოს მკაფიო ხედვა. წლებია მიმდინარეობს საძოვრების პრობლემაზე მსჯელობა, თუმცა დღეს უკვე ბევრი ფერმერი გაკოტრდა იმის გამო, რომ არ აქვთ მყარი საკვები ბაზა“,- აცხადებს მომავლის ფერმერის თავმჯდომარე, რუსუდან გიგაშვილი.

ფერმერების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დასამუშავებელი მიწის უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მნიშვნელოვანია გადაიხედოს მეთოდოლოგია, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებით ხდება მიწის ღირებულების განსაზღვრა, ამასთან პრივატიზაციისა და აუქციონის პროცესები ფერმერებისთვის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ