LIVE
ვიდეო
29 ივლ, 2021 18:20
ზოიძე: ვაქცინა ვირუსის გადაცემას აფერხებს
1044

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აცხადებს, რომ ვაქცინაციის სრული კურსი ვირუსის გადაცემას მკვეთრად ამცირებს.

ამას გარდა, როგორც ზოიძე ამბობს ვაქცინაცია ამცირებს სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებს.

"ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან გვიცავს. ამას გარდა, ასევე აფერხებს გადაცემას. გასაგებია, რომ "სინოფარმი" და "სინოვაკი" "ფაიზერთან" ან "ასტრაზენეკასთან" შედარებით შეიძლება 20%-ით ნაკლებად აფერხებდეს ერთი გადაცემას, მაგრამ თუ გადაეცემა მსუბუქ ფორმაში. აცრილების შემთხვევაში გადაცემა პრაქტიკულად არ ხდება.

ჩვენთვის ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით იმიტომ არის, რომ დელტა შტამის პირობებში 2.5-ჯერ მომატებულია გადაცემის სისწრაფე და რისკი კიდევ 2.5-ჯერ არის გაზრდილი, რადგან უფრო ადვილად შედის ადამიანის უჯრედში და უფრო ადვილად ახდენს თავის თავის გამრავლებას. ვირუსული დატვირთვა, ტიტრი 1200-ჯერ მეტია დელტა შტამის შემთხვევაში ალფა შტამთან შედარებით. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ავიცრათ",- აცხადებს აკაკი ზოიძე.

29 ივლისის მონაცემებით ჯამურად 450 026 აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 148 972 ადამიანი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ