LIVE
ვიდეო
28 ივლ, 2021 18:38
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე $16 მილიონი დაიხარჯება - USAID-ის პროექტი
1010

აშშ-ის მთავრობა, ტრადიციულად, გვეხმარება ენერგეტიკული რეფორმის გატარებასა და ქართული ენერგეტიკის განვითარებაში,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ USAID-ის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა 5-წლიანია და მისი ბიუჯეტი 15,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება რეფორმების განხორციელებისა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების მიმართულებით. 

პროგრამა საქართველოს დაეხმარება ენერგიის წყაროების დივერსიფიცირებაში და ხელს შეუწყობს სტაბილური, კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ბაზრის ჩამოყალიბებას.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოსთვის აუცილებელია საკუთარი, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება - ეს არის ჰიდროსადგურები, ქარისა და მზის სადგურები და განახლებადი ენერგიის სხვა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.

„ცხადია, უნდა გვქონდეს აქტიური ვაჭრობა მეზობელ სახელმწიფოებთან, ასევე ვაპირებთ, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანას ევროპის ენერგეტიკულ ბაზართან დასაკავშირებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენი საკუთარი წყაროები უნდა გვქონდეს და ვიყოთ ძალიან ძლიერები ამ თვალსაზრისით. ამიტომ, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რაზეც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტს, მათ შორის არის ადგილობრივი ენერგიის წყაროებზე დაყრდნობილი ახალი სადგურების განვითარება, კიბერუსაფრთხოება, რაც ჩვენი ქსელებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ოჯახთან  ხარისხიანად, გამართულად, ყოველგვარი წყვეტის გარეშე მივიტანოთ ელექტროენერგია და ამისთვის ჩვენი ქსელებიც განვითარდეს“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

ენერგეტიკოსები პროგრამას დადებითად აფასებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ახალი გენერაციის ობიექტების განვითარება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, მოსახლეობა ჰესების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ