LIVE
ვიდეო
21 ივლ, 2021 17:40
ათეულობით კომპანიას დღგ-ს არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი მიენიჭა
956

იურიდიული პირებისთვის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შეცვლილი წესი მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა. საწყის ეტაპზე კანონი გამოყენებული უნდა ყოფილიყო დამატებული ღირებულების გადასახადის არაკეთილსინდისიერი გადამხდელების საწინააღმდეგოდ. არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი უკვე მიენიჭა 10 კომპანიას.

კერძო სექტორის ნაწილი რეფორმის ხარვეზებზე საუბრობს.

„აღნიშნული კანონის გამკაცრების მიმართულებით თავიდან ხარვეზები არ იკვეთებოდა, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში დამწყები კომპანიები სხვადასხვა პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ. მაგალითად, თუ კი ფიზიკურ პირს, სურს საკუთარი ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და ის წლების წინ რომელიმე კომპანიის სათავეში იყო, ახლა კი აღნიშნულ კომპანიას აქვს გარკვეული დავალიანება, ფიზიკურ პირს შემოსავლების სამსახურის მხრიდან ეკრძალება ეკონომიკური საქმიანობის დაწყება“,- აცხადებს "კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზანია, მართონ არამიზნობრივი დღგ-ს რეგისტრაცია და ასევე, მოხდეს დღგ-ს გადამხდელების მიერ არამართლზომიერად საგადასახადო დოკუმენტების გამოწერის შემცირება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ