LIVE
ვიდეო
21 ივლ, 2021 17:02
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა
719

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.0950 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0962 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6437 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6492 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.55 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ