LIVE
ვიდეო
25 ივლ, 2021 17:00
Philip Morris-ი ასთმის წამლების მწარმოებელს Vectura-ს ყიდულობს
1050

Philip Morris-ი, რომლის ბრენდებში Marlboro და Chesterfield-ი შედის, $28 მილიარდიანი გაყიდვებიდან მეოთხედს კვამლისგან თავისუფალი პროდუქციით გამოიმუშავებს. კომპანია მიზნად ისახავს 2025 წლისთვის ეს წილი ნახევარზე მეტად გაზარდოს.

განვითარებულ მსოფლიოში სიგარეტის რეალიზაცია მცირდება, ხოლო მთავრობის რეგულაციები მკაცრდება. აშშ განიხილავს მენთოლიანი სიგარეტის სრულად აკრძალვას. ბოსტონის ერთ-ერთი გარეუბანი კი აპირებს თამბაქოს გაყიდვა ამ საუკუნეში დაბადებულ ყველა ადამიანზე აკრძალოს.

მოწევის ტენდენციები მხოლოდ ერთ გზაზე მიდის, ჟენევაში დაფუძნებული Philip Morris-ი კი სხვაგან ეძებს შემოსავლის წყაროს. კომპანიისთვის ერთ-ერთი ასეთი სფერო წამლების მიწოდების სისტემებია.

Philip Morris-მა მიმდინარე თვეში ერთ-ერთ ყველაზე თამამი და საკამათო ნაბიჯში გადადგა და განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ასთმის წამლის მწარმოებელ Vectura Group-ს $1.2 მილიარდიანი გარიგებით იყიდის, რომლის მეშვეობით გაზრდის წვდომას ახალ გამოცდილებაზე ინჰალაციის მოწყობილობებში, რეგულირებასა და კლინიკურ წარმოებაში. Philip Morris-მა, რომელმაც ახლახანს შეიძინა Fertin Pharma, ნიკოტინის საღეჭი რეზინის მწარმოებელი, გადაწყვიტა შეიარაღდეს, რათა დააჩქაროს ახალი ნიკოტინისგან თავისუფალი პროდუქტების განვითარება.

თუმცა, სიგარეტის თავიდან გამოგონების ძალისხმევამ არ შეასუსტა სკეპტიციზმი მოწევის საწინააღმდეგო ჯგუფებში იმის შესახებ, რომ Philip Morris-ის მიზანი ნამდვილად მოწევისგან თავისუფალი მომავალის შექმნაა.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კომპანია და მისი კონკურენტები მომხმარებლებს ნიკოტინზე დამოკიდებულებას ახალი ალტერნატიული პროდუქტებით უნარჩუნებენ, მაგალითად IQOS-ის თამბაქოს გახურების სისტემის გამოყენებით. ზოგიერთისთვის კი თამბაქოს კომპანიის მიერ კომპანიის ფლობა, რომელიც სასუნთქი დაავადებების სამკურნალოდ აწარმოებს წამლებს, უბრალოდ არასწორია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ