LIVE
ვიდეო
22 ივნ, 2021 18:40
დიზელისა და ბენზინის იმპორტი გაიზარდა
1023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 428,5 ათასი ტონა, რაც 29,6 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 24.3 ათასი ტონით ანუ 6%-ით მეტი პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (404.2 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 217,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 210,9 ათასი ტონა.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 99,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 95,2 ათასი ტონა (22,2%); რუსეთი - 93,9 ათასი ტონა (21,9%); აზერბაიჯანი - 72,0 ათასი ტონა (16,8%); ბულგარეთი - 44,6 ათასი ტონა (10,4%); საბერძნეთი - 11,1 ათასი ტონა (2,6%); თურქეთი - 8,1 ათასი ტონა (1,9%); ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა (0,6%).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბევრი სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია ის, რომ მიმდინარე წელს მოსალოდნელზე უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკის აღდგენის პროცესი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ