LIVE
ვიდეო
10 ივნ, 2021 15:50
ყოფილი ფინანსთა მინისტრი „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა
1817

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი დაინიშნა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი დირექტორი საქმიანობას დღეიდან შეუდგა. მათივე განმარტებით, საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.

შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო. მან ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა 31 მარტს დატოვა

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევის თანახმად, „IDS ბორჯომი საქართველო" იმ კომპანიებს შორისაა, რომლებსაც ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ. მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანისა“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალია, რომელიც ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზეა რეგისტრირებული.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ