LIVE
ვიდეო
09 ივნ, 2021 11:20
საქართველოში შემოსული ინვესტიციები 12-წლიან მინიმუმზეა
574

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის I კვარტალში 125.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი 28.3 პროცენტით ჩამორჩება.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მლნ. აშშ დოლარით (28.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მლნ. აშშ დოლარით (22.2 პროცენტი).

რაც შეეხება უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მლნ. აშშ დოლარით (25.4 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 აშშ დოლარით (19.5 პროცენტი).

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ