LIVE
ვიდეო
03 ივნ, 2021 12:07
მაისში წლიურმა ინფლაციამ 7.7% შეადგინა
1311

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4 პროცენტით. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი).

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - დაფიქსირდა ფასების 6.6 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.4 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3.2 პროცენტი). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9.4 პროცენტი).

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (8 პროცენტი), თევზეული (7.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20.9 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19.5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ