LIVE
ვიდეო
01 ივნ, 2021 16:15
ჩვენ პოპულიზმს საქმის კეთება ვარჩიეთ - თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარადგინა
824

"ძალიან გვსიამოვნებს, როდესაც ვუყურებთ ქალაქს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხების გარეშე გადაადგილდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს. 

"პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ქალაქში ჩნდება შესაბამისი ავტობუსის ზოლები იმისთვის, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება, რადგან მარტო ავტობუსების განახლება და ახალი პარკი ვერ მოგვცემს იმ შედეგს, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მოახერხოს კომფორტულად მგზავრობა, თუ ავტობუსებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნება.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ეკომეგობრული ტრანსპორტი, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი იყენებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები მოძრაობენ და როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციური თვალსაზრისით, ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, დედაქალაქის მერიის პროგრამაში უპირატესობა, პირველ რიგში, ენიჭებათ ქვეითებს, ფეხით მოსიარულეებს და ეკომეგობრულ ტრანსპორტს.

"ნამდვილად მეამაყება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები ხორციელდება. იცით, რატომ  ვამაყობ ყველაზე  მეტად  ამ  დაწყებული  რეფორმით, რომელიც  იმდენად  მასშტაბურია  რომ  დასრულებას  წლები დასჭირდება? წარმოიდგინეთ საბჭოთა  კავშირის  დროინდელი  სისტემა, რომელსაც  ხელს  ვერავინ  კიდებდა  თანმდევი  პოლიტიკური  რისკების  გამო,   ყველა  თავს  არიდებდა მოსახლეობის  ნაწილის  მხრიდან  ამის  გამო  უკმაყოფილებას, ოპონენტების  მხრიდან  კი  პოლიტიკური  დემაგოგიის ფრონტის  გახსნას. მაგრამ ჩვენ  გავრისკეთ და გადავდგით ეს ნაბიჯი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის.

ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშს არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დედაქალაქში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით ჯერ კიდევ არაერთი პრობლემაა, მათ შორის ის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა საკმარისი არ არის, რაც კერძო ავტომობილებით გადაადგილებას ახალისებს.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ