LIVE
ვიდეო
29 მაი, 2021 16:08
რუსი ჰაკერები აშშ-ის ორგანიზაციებზე კიბერ შეტევებს განაგრძობენ
976

Microsoft-ი აცხადებს, რომ SolarWinds-ის კამპანიის უკან მყოფმა რუსმა ჰაკერებმა, მათი მთავრობისთვის დაზვერვის მცდელობის ფარგლებში, აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე, სამეცნიერო ცენტრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები გაამძაფრეს.

Microsoft-ის ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ბურტმა განაცხადა, რომ გასულ კვირას თავდასხმამ - რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს - ჰაკერებს 150-ზე მეტი ორგანიზაციის 3000-ზე მეტ ელექტრონული ფოსტის ანგარიშზე მიანიჭა წვდომა. ჰაკერებმა კიბერ შეტევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ციფრული მარკეტინგის პროგრამაში შეღწევით მოახერხეს.

ჰაკერებმა გაგზავნეს ფიშინგური წერილები, მათ შორის "სპეციალური სიგნალები", სადაც აცხადებდნენ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტები არჩევნების გაყალბების შესახებ და მომხმარებლებს მათ ნახვას სთავაზობდნენ.

"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ორგანიზაციებმა თავდასხმების სიმძიმე გადაიტანეს, მსხვერპლები მინიმუმ 24 სხვა ქვეყანაში გახდნენ რუსი ჰაკერული ჯგუფის სამიზნეები.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებსა და ელექტრონული ფოსტის პროვაიდერებზე წვდომა ჰაკერებს აძლევს ჯაშუშურ ოპერაციებში კოლატერალური ზიანის მიყენების შანსს და ძირს უთხრის ნდობას ტექნოლოგიური ეკოსისტემისადმი",- განაცხადა ბურტმა.

გასულ თვეში აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ SolarWinds-ი არის SVR-ის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სამუშაოს ნაწილი და რომ ეს ჯგუფი ასევე APT29- ის სახელით არის ცნობილი, რომელიც ბრიტანული დაზვერვის თანახმად, გასულ წელს  უცხოურ მთავრობებზე კიბერ შეტევებს ახორციელებდა ვაქცინების კვლევისთვის და სხვა ინფორმაციებისთვის.

აპრილში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სანქციები 32 რუსი ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის მიმართ დააწესა, მათ შორის ექვსი კომპანიის მიმართ, რომლებიც კრემლის ჰაკერულ ოპერაციებს უჭერენ მხარს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმი ტარაბეი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ