LIVE
ვიდეო
06 მაი, 2021 17:40
ელექტროენერგიის გაძვირებამ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა გაზარდა
1057

ელექტროენერგიის გაძვირებამ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე მოთხოვნა გაზარდა. ამ დროისთვის ნეტო აღრიცხვის პროგრამაში უკვე ჩართულია 300-მდე მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშავებს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სემეკში განუცხადეს, პროგრამაში ჩართული ელექტოსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატს შეადგენს და მათი დიდი ნაწილი მზის მიკროსიმძლავრის სადგურებზე მოდის. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა თავად შესაბამისი ტექნოლოგიების გაიაფებამ და განვითარებამაც გაზარდა.

„ბოლო პერიოდში ნეტო აღრიცხვის პროგრამაზე მოთხოვნა გაიზარდა. ამას ვუკავშირებთ ელექტოენერგიაზე ტარიფების ზრდას. ასევე მნიშვნელოვნადაა გაიაფებული ტექნოლოგიებიც, მზის პანელები და სხვა მოწყობილებები, განვითარდა შესაბამისი საბანკო პროდუქტებიც. ამ დროისთვის, პროგრამით 300-მდე მომხმარებელი სარგებლობს, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, რომლებიც ელექტროენერგიას სწორედ მიკროსადგურების საშუალებით გამოიმუშავებენ“,- განაცხადა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა.  

ცნობისთვის, საქართველოში ნეტო აღრიცხვის პროგრამა 2016 წელს ამოქმედდება და მის ფარგლებში როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს შეუძლიათ საკუთარი მოხმარებისთვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური დაამონტაჟონ, ჩაერთონ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ამ გზით კომუნალური ხარჯები დაზოგონ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ