LIVE
ვიდეო
05 მაი, 2021 19:50
ბიზნესი სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულების გადავადებას ითხოვს
775

კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულების წლის ბოლომდე შეჩერებას ითხოვს. 

როგორც "საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში" აცხადებენ, პანდემიის გათვალისწინებით და ასევე, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო კომპანიების უმეტესობას თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანა უწევს, აღნიშნული ვალდებულების შესრულება პრობლემაა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფორმით და ამ ვითარებაში ეს რეგულაცია საერთოდ გაუქმდეს, თუნდაც მას დასჭირდეს ცვლილებების შეტანა შრომის კოდექსში. როდესაც გადაივლის პანდემია და რეგულაციები შემსუბუქდება, შემდეგ ეს ვალდებულება უნდა არსებობდეს“,- აცხადებს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი.

თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვა კერძო სექტორმა პირველი მარტიდან დაიწყო. შრომის ინსპექციამ 46 ობიექტზე მეტი შეამოწმა, თუმცა დაჯარიმების მექანიზმი ჯერჯერობით არ გამოუყენებია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ