LIVE
ვიდეო
29 აპრ, 2021 13:05
რაში დაიხარჯება StopCoV ფონდში დარჩენილი 6.8 მლნ ლარი?
1353

ამ დროისთვის, StopCoV ფონდში 6.8 მლნ ლარია დარჩენილი, თუმცა მთავრობას ამ დრომდე არ გადაუწყვეტია რაში დაიხარჯება ეს თანხა.

„ბიზნეს ფორმულამ“ StopCoV ფონდის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა, უწყებაში აცხადებენ, რომ ფონდში არსებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობა  სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად დარეგულირდება.

„StopCoV ფონდში დარჩენილი რესურსის განკარგვა შესაძლებელი იქნება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით და მისი ხარჯვის მიზნობრიობა დარეგულირდება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად“,- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 138.9 მლნ ლარია, საიდანაც 2020 წელს 132.1 მლნ ლარი დაიხარჯა.

კერძოდ, ფონდის უდიდესი ნაწილი, 122.8 მლნ ლარი, 18 წლამდე ბავშვების ერთჯერად სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯა. 5.7 მლნ ლარი დახარჯა საგანმანათლებლო დაწესებულებების საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვაზე . საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ლაბორატორიის მიერ კორონავირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ან/და სწრაფი ტესტირების ჩატარებას და მასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, ფონდიდან 3.6 მლნ ლარი მოხმარდა.

შეგახსნებთ, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, StopCoV ფონდი 2020 წლის მარტში შეიქმნა და მასში თანხის ჩარიცხვა კომპანიებსა და მოქალაქეებს შეეძლოთ. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ