LIVE
ვიდეო
06 აპრ, 2021 17:30
სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია კომპანიების შემოწმებას იწყებს
1153

სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია კომპანიების შემოწმებას მომდევნო კვირიდან იწყებს.

ერთ თვეზე მეტია, ბიზნესს დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება დაეკისრა, თუმცა კრიზისული პერიოდის გათვალისწინებით, მცირე და საშუალო კომპანიები ვერ ახერხებენ ვალდებულების შესრულებას, იმის მიუხედავად, რომ ბაზარზე გამოჩნდნენ ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ბიზნეს სამუშაო საათების ელექტრონულად აღრიცხვის გამარტივებას სთავაზობენ. 

„ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, შრომის ინსპექციას ჯერჯერობით არც ერთი კომპანია არ დაუჯარიმებია და უწყება 10 აპრილიდან იწყებს კომპანიების შემოწმებას.

კერძო სექტორი აღნიშნავს, რომ თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს და კომპანიების ნაწილი დღემდე ვერ არულებს ამ ვალდებულებას, რადგან ნაწილს პანდემიის გამო, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსები მკვეთრად შეუმცირდა. ამასთან, კომპანიების ნაწილი კვლავაც დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას და ამ პერიოდში დასაქმებულების სამუშაო საათების გაკონტროლება მათთვის შეუძლებელია.

დამსაქმებელთა ასოციაციას დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილ სირთულეებთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში, შრომის ინსპექციასთან შეხვედრა სურს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ