LIVE
ვიდეო
31 მარ, 2021 11:50
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა
854

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა. იანვარ-თებერვალში კი საქართველოს ეკონომიკა 8.3 პროცენტით შემცირდა.

2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: მშენებლობა, განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები და დამამუშავებელი მრეწველობა.

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის სექტორებში.

ეკონომიკის კლების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას პროგნოზის გადახედვა მოიწევს. 

“წელს 4%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა თავიდანვე ოპტიმისტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კატასტროფულ წელს ვადარებთ. მთავრობას მაინც მოუწევს საკუთარი, 4.3%-იანი პროგნოზის გადახედვა. ჩვენ ასევე დამოკიდებულები ვართ ევროპაში მიმდინარე ვაქცინაციაზეც, იქ თუ ეს პროცესი სწრაფად წარიმართება, შევძლებთ მაგალითად, ზაფხულში ევროპიდან ვაქცინირებული ტურისტების მიღებას. თუმცა წელს ტურიზმის თუნდაც 50%-იან აღდგენაზე ბუნებრივია, არაა საუბარი“,- განაცხადა ეკონომისტმა, სოსო ბერიკაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ