LIVE
ვიდეო
15 დეკ, 2023 11:49
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 855 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი
543

2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 855.4 ლარი იყო. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი 16.3%-ით (260.4 ლარი) გაიზარდა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი შემდეგ დარგებში დაფიქსირდა:

○ ინფორმაცია და კომუნიკაცია 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8%-ით);

○ მშენებლობა 3 033.4 ლარი (გაიზარდა 36.6%-ით);

○ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 2 806.7 (გაიზარდა 13.4%-ით);

○ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3%-ით);

III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარი იყო, ხოლო კაცების - 2 233.9 ლარი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, ქალების ხელფასი წლიურად 15.3%-ით გაიზარდა, კაცების კი 17.3%-ით. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალებისას.

საქსტატის მონაცემებით, III კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 293 ლარით (17.1%) გაიზარდა და 2 007.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის 4 073 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.6%-ით), ასევე მშენებლობის (3 037 ლარი, გაიზარდა 31.8%-ით) სექტორებში ჰქონდათ.

საშუალო ხელფასი სიდიდის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ