LIVE
ვიდეო
11 დეკ, 2023 13:15
საქართველოს დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს - NDI
502

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს.

უახლესი კვლევით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია.

ამასთან, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს უგზავნის. უმრავლესობა კი ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა.

რაც შეეხება ემიგრაციაში წასვლის მიზეზებს, უმრავლესობის თქმით, მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC- საქართველოს ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2%-ია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ