LIVE
ვიდეო
15 ნოე, 2023 16:00
საქართველოში ერთ წელში სასტუმროები 11.1%-ით გაიაფდა - PMC
363

2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში სასტუმროები 11.1%-ით გაიაფდა.

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.9%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები - 18.7%-ით.

აღსანიშნავია, რომ წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო ქვემო ქართლში (26%), ყველაზე დაბალი კი - თბილისში (-18.3%).

რაც შეეხება თვის ჭრილში მონაცემებს, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსმა 11.3%-ით იკლო, მათ შორის, 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები 13.2%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი, 10.9%-ით შემცირდა.

თვის ჭრილში ინდექსი ყველაზე მაღალი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთში (-2.6%), ხოლო ყველაზე დაბალი - აჭარაში (-25%).

ოქტომბერში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 152 ლარი შეადგინა, 4-ვარსკვლავიანის - 237 ლარი, 5-ვარსკვლავიანის - 411 ლარი, საოჯახო ტიპის სასტუმროების კი - 118 ლარი.

თბილისში 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასი 562 ლარი იყო, გურიაში - 530 ლარი, კახეთში - 517 ლარი, ხოლო აჭარაში - 319 ლარი. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ