LIVE
ვიდეო
08 ნოე, 2023 13:50
საქართველოში 154 096 ჟიგულია რეგისტრირებული
447

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში სულ 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული. 

automobile.geostat.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე მეტი, 207 536 ავტომობილი, MERCEDES-BENZ-ის მარკისაა. ამასთან, საქართველოში საკმაოდ ბევრია VAZ-ის მარკის („ჟიგული“) ავტომობილი და 154 096-ს შეადგენს.

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების TOP ათეული, მარკის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:  

  • MERCEDES-BENZ - 207 536 ავტომობილი;
  • TOYOTA - 172 741 ავტომობილი;
  • FORD - 155 337 ავტომობილი;
  • VAZ - 154 096 ავტომობილი;
  • OPEL - 144 596 ავტომობილი;
  • BMW - 77 493 ავტომობილი;
  • VOLKSWAGEN - 71 164 ავტომობილი;
  • NISSAN - 67 476 ავტომობილი;
  • HONDA - 63 318 ავტომობილი;
  • MITSUBISHI - 53 430 ავტომობილი.

რაც შეეხება ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების TOP 5 მოდელს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველ პოზიციაზეა FORD TRANSIT-ი, შემდეგ მოდის TOYOTA PRIUS-ი, OPEL ASTRA, VAZ 21063-ი და HONDA FIT-ი. 

საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ ტრანსპორტის საერთო რაოდენობიდან, უმეტესობა, 1 375 980 ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა. მას მოსდევს 5-დან 10 წლამდე ასაკის ავტომობილები, რომლების ჯამური რაოდენობაც 193 717-ია, შემდეგ არის 2-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილები (42 226) და 2 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილები (28 435). აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული 7 271 ავტომობილის ასაკი დაუდგენელია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ