LIVE
ვიდეო
31 ოქტ, 2023 11:35
9 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო
353

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული, 3 251 651 900 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25.9%-ით აღემატებოდა, 2022 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი, შემოსავლები 29.2%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება მხოლოდ III კვარტლის მონაცემებს, ივლისი-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1 447 121 966 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.4%-იანი ზრდაა, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით კი, მოგზაურობიდან შემოსავლები 5.3%-ით გაიზარდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ