LIVE
ვიდეო
03 ოქტ, 2023 11:07
სექტემბერში ინფლაციამ 0.7% შეადგინა - საქსტატი
555

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 0.7% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნული სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6% პროცენტი იყო, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.5%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯგუფში საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და აირი ფასები მომატებულია 5.1%-ით. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.7%), ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (11.4%).

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10%-ით. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9%) და პირადი ჰიგიენა (5.7%).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.6%-ით. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (6%), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.3%) ქვეჯგუფებზე.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.7%-იანი კლება. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-14.1%). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.7%) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (8.9%).

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 4.3%-ით. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.5%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.8%).

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ