LIVE
ვიდეო
02 აგვ, 2023 19:00
6 თვეში ბანკებმა ₾1.25 მილიარდის მოგება მიიღეს - რეიტინგი
1647

2023 წლის 6 თვე საბანკო სექტორმა 1 მილიარდ 258 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 50%-ით, 422 მლნ ლარით მეტია.

საქართველოში კომერციულმა ბანკებმა იანვარი-ივნისის პერიოდში 4 მლრდ 190 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 829 მლნ ლარით მეტია.

სებ-ის მონაცემების მიხედვით, შემოსავლების დიდ ნაწილს საპროცენტო შემოსავლები შეადგენდა. კერძოდ, ბანკების საპროცენტო შემოსავლები 3 მლრდ 228 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება არასაპროცენტო შემოსავლებს, 6 თვეში ამ მაჩვენებელმა 962 მლნ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან 12 მოგებაზე გავიდა, ხოლო სამი ზარალზე.

მოგება-ზარალის მაჩვენებლები კონკრეტული ბანკების მიხედვით ასეთია:

  • საქართველოს ბანკი - მოგება ₾621.3 მლნ
  • თიბისი ბანკი - ₾460.8 მლნ               
  • ლიბერთი ბანკი - ₾34.1 მლნ                  
  • კრედო ბანკი - ₾24 მლნ                                         
  • ბაზის ბანკი - ₾23.6 მლნ                      
  • პროკრედიტ ბანკი - ₾23.4 მლნ                    
  • ქართუ ბანკი - ₾18.6 მლნ                       
  • ვი–თი–ბი ბანკი - ₾15 მლნ                   
  • ტერა ბანკი - ₾14.5 მლნ                       
  • ხალიკ ბანკი - ₾10.7 მლნ                       
  • იშ ბანკი - ₾10.6 მლნ        
  • ზირაათ ბანკი - ₾5.4 მლნ                       
  • სილქბანკი - ზარალი ₾2.290
  • პეისერა - ზარალი ₾562
  • პაშაბანკი - ზარალი ₾795

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 1.60 მლრდ ლარით (3.50%-ით) გაიზარდა და ივნისის ბოლოს 47.33 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 633.62 მლნ ლარით (2.50%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული - 968.12 მლნ ლარით (4.74%-ით) გაიზარდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ