LIVE
ვიდეო
16 სექ, 2024 12:47
ხელფასების სტატისტიკა - ვის და რამდენით მოემატა გასამრჯელო მე-2 კვარტალში
873

მეორე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11.1 პროცენტით (200.4 ლარით) გაიზარდა და 2 004.9 ლარი შეადგინა. თანხა გაზრდილია წინა კვარტალთან შედარებითაც, თუმცა გასული წლის ბოლო კვარტალთან შედარებით კვლავ შემცირებულ ნიშნულზე რჩება. ბოლო წლების მაქსიმალური ნომინალური ხელფასი 2023 წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა - 2044 ლარი. 

აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, ანუ 2022 წლის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი საქართველოში 1045 ლარი იყო და საშუალო თვიური ხელფასის მაჩვენებელს 32.6%-ით ჩამორჩებოდა. როგორც წესი, მედიანური ხელფასის მაჩვენებელი უფრო ახლოს არის რეალურ სურათთან, რადგან თუკი მაგალითად კომპანიაში ხუთი ადამიანი მუშაობს და ყველა დასაქმებულს 500 ლარი აქვს ერთის გარდა, რომელიც 2000 ლარს იღებს, მედიანური ხელფასი 500 ლარი გამოდის, საშუალო ხელფასის შემთხვევაში კი ხუთივე ადამიანის ხელფასი  ჯამდება და ხუთზე იყოფა, უფრო მეტი გამოდის, ვიდრე დასაქმებულთა უმრავლესობის გასამრჯელო. მედიანური ხელფასის მაჩვენებელს საქსტატი წელიწადში ერთხელ აქვეყნებს და 2023 წლის მაჩვენებელი 10 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს. 

იქმდე, საქსტატი იუწყება, რომ შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 963.0 ლარი (+ 4.3%)

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 642.3 ლარი (+14.5%)

• მშენებლობა - 2 946.1 ლარი (+13.7%)

• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 872.8 ლარი (+13.8%)

მიუხედავად იმისა, რომ წლიურ ჭრილში ორივე გაიზარდა, მეორე კვარტალშიც, კაცების ხელფასი მაინც ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. კერძოდ, თუკი ქალების საშუალო ხელფასი 1 590.2 ლარი იყო (+10.7%), კაცები - 2 413.5 ლარს იღებდნენ (11.7%). 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ