LIVE
ვიდეო
23 ივნ, 2023 10:38
ვოიაჟერ 365 - წელს ბიუჯეტური დასვენებისთვის თურქეთი აღარ გამოდგება
826

ტურისტული კომპანია "ვოიაჟერ 365"-ის გენერალური მენეჯერის თქმით, 2023 წლის ზაფხულის სეზონი გამონაკლისია, როდესაც ქართველებისთვის თურქეთში ბიუჯეტურად დასვენება შეუძლებელია.

როგორც გოგა ქუცნიაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, მიღმა მაღალი ინფლაციისა, თურქეთში დასვენების მინიმუმ 50%-ით გაძვირება მოთხოვნის ზრდამ განაპირობა, რაშიც წვლილი რუსმა მიგრანტებმა შეიტანეს.

"ზაფხულში ქართველებისთვის მთავარი და ძირითადი მიმართულება ყოველთვის თურქეთი იყო, მაგრამ წელს მეზობელ ქვეყანაში დასვენება ძალიან გაძვირებულია. პირობითად, თუ შარშან 1 000 ლარად შეძლებდით დასვენება, ამ სეზონზე რეკომენდებული სასტუმროების ღირებულება 2 000-3 000 დოლარიდან იწყება. ფასების ზრდა შეეხო არა იმდენად ავიაბილეთებს, რამდენადაც სასტუმროებში განთავსებას. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისა და სანქციების გამო ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს ბევრი წასასვლელი არ აქვთ, გაზარდეს მოთხოვნა თურქეთზე და შედეგად, გაძვირდა დასვენებაც",- აღნიშნავს გოგა ქუცნიაშვილი.

რაც შეეხება ალტერნატიულ ლოკაციებს, ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს. მათ შორისაა ეგვიპტე და საბერძნეთი. 

"თუ გსურთ ისევ ბიუჯეტურად დასვენება და თან თურქეთის მსგავსი სერვისი, რასაც ვეძახით All Inclusive, ანუ როცა სასტუმროში გაქვს ყველა სახის მომსახურება, მაშინ ალტერნატივად გამოდგება ეგვიპტე. თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა, ბევრს მაღალი ტემპერატურის გამო დისკომფორტი შეექმნას. მეორე ვარიანტია საბერძნეთის სანაპიროები. ზოგადად, ბიუჯეტურ ლოკაციებს რაც შეეხება, წელს ძალიან მოთხოვნადია კვიპროსი და აია-ნაპა. ასე რომ თუ თანხის დაზოგვა გსურთ, მაშინ სწორედ ამ მიმართულებებს გირჩევთ", - ამბობს გოგა ქუცნიაშილი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ