LIVE
ვიდეო
04 მარ, 2021 17:50
2021 წელს უმუშევრობის დონე 18%-ს გადააჭარბებს
1733

PMC კვლევითი ცენტრის პესიმისტური სცენარით, მიმდინარე წელს, დასაქმებულთა რაოდენობა 5.7%-ით შემცირდება, 2019 წელთან შედარებით და 1.223 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამავე სცენარის თანახმად, წელს უმუშევრობის მაჩვენებლის 18.8%-მდე ზრდაა მოსალოდნელი.

საბაზისო სცენარით დასაქმებულთა რაოდენობა 3,2%-ით ნაკლები იქნება 2019 წელთან შედარებით (1.254 მილიონი ადამიანი), ხოლო უმუშევრობის დონე 18.3%-ს მიაღწევს. ოპტიმისტური სცენარი მოიაზრებს 1.2%-ით ნაკლებ დასაქმებულს (1.281 მილიონი ადამიანი) და უმუშევრობის 17.9%-იან დონეს.

რაც შეეხება 2020 წლის უმუშევრობის დონეს, მეოთხე კვარტალში ამ მაჩვენებელმა 20,4%-ს მიაღწია, ხოლო მთელი წლის განმავლობაში საშუალოდ 18.5% შეადგინა, რაც 0,9 პროცენტული პუნქტით მეტია ვიდრე 2019 წლის მაჩვენებელი.

საქსტატის მიერ დასაქმების მეთოდოლოგიის განახლების შედეგად, 2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 1.242 მილიონი შეადგინა, რაც 54,000-ით (ანუ 4.2%-ით) ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ