LIVE
ვიდეო
24 აპრ, 2023 11:38
საიდან დაფინანსდება საპარტნიორო ფონდი? - პარლამენტმა ცვლილებების განხილვა დაიწყო
450

საპარტნიორო ფონდი ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. როგორც ფონდის დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ჯორბენაძემ „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ განმარტა, ფონდის დაფინანსების წყარო საკუთარი შემოსავლები და მოზიდული სახსრები იქნება.

„რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება საკუთარი პროექტებიდან მიღებული შემოსავლები და ვეცდებით, რომ მოვიძიოთ დაფინანსება ფინანსური ინსტიტუტებიდანაც. კანონი უშვებს, რომ ადგილობრივი ინვესტორებისგანაც გვქონდეს დაფინანსების მოძიების საშუალება და უცხოელებისგანაც“,- აღნიშნა ვახტანგ ჯორბენაძემ.

მისივე თქმით, საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ისაა, რომ პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნებიან და მთავრობა დაადგენს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დაკომპლექტდება.

საპარტნიორო ფონდის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტში განხილვა უკვე დაიწყო. საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე გავა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ