LIVE
ვიდეო
06 აპრ, 2023 11:10
კონკურენციის სააგენტომ ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო
630

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, შპს „ელ.ბილეთების“ საჩივრის საფუძველზე ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკითხი შეეხება კინოთეატრების ბილეთების ონლაინ რეალიზაციის ბაზარზე სავარაუდო კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებებს.

სააგენტოს თანახმად, მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს ე.წ. კარტელურ გარიგებებს გულისხმობს.

სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს 6 თვის ვადაში იღებს, თუმცა საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ