LIVE
ვიდეო
14 თებ, 2023 19:00
სააგენტო საპენსიო დანაზოგების ლათინურ ამერიკასა და ავსტრალიაში ინვესტირებას გეგმავს
511

საპენსიო სააგენტო მოქალაქეების დანაზოგების ლათინური ამერიკის, ავსტრალიის და განვითარებული აზიის ფონდებში ინვესტირებას გეგმავს.

როგორც სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განმარტა, გლობალურად არსებული რეცესიული მოლოდინების ფონზე, საპენსიო სააგენტო აქციების დივერსიფიკაციას ცდილობს, პარალელურად კი, გლობალურად არსებულო მდგომარეობა, აქციების იაფად შეძენის შესაძლებლობასაც იძლევა.

„ერთი მხრივ, არის რეცესიული მოლოდინები, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის შესაძლებლობა, რომ რაღაცები იაფად ვიყიდოთ. ჩვენი აქციების დივერსიფიკაციას უკვე ვახდენთ, თუ აქამდე ერთ ფონდს ვიძენდით, რომელიც ძირითადად (70%) ამერიკული აქციები იყო, ჩვენი შემდეგი ტაქტიკაა, რომ ვიყიდოთ უკვე ლათინური ამერიკის ფონდი, ავსტრალიის ფონდი, განვითარებული აზიის ფონდი. ეს მომგებიანი დივერსიფიკაცია იქნება, ერთი ეკონომიკა თუ დაბლა წავიდა და აქციების ბაზარი მიჰყვა, დანარჩენი ორი ეკონომიკა დარჩეს ზევით.

რეცესიული მოლოდინები აიაფებს აქციებს და ეს ჩვენს შემთხვევაში კარგი მომენტუმია, რომ შევიდეთ, ვიყიდოთ და 5-6 წელიწადში კარგი მოგება დავინახოთ აქციების ბაზარზე. ასე მივყვებით, რომ თან დივერსიფიკაცია გვქონდეს და იაფადაც მოვახერხოთ შეძენა“,- განმარტა გოგა მელიქიძემ.

მისივე თქმით, ინფლაციის შემცირების პარალელურად, ფონდის რეალური ამონაგები, რომელიც ამჟამად 2.66%-ია, გაიზრდება.

„მოლოდინია, 5-6%-ზე მაღლა გვქონდეს რეალური ამონაგები. შესაძლოა, ამაზე მეტიც იყოს, ოდნავ ნაკლებიც, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ინფლაციური ფონი გადავლახეთ.

დღეის მდგომარეობით, დარიცხული სარგებელი 480 მილიონ ლარამდეა. მონაწილეს საშუალოდ 6% ერიცხება, ეს ინვესტირდება ყოველ წამს, არ ცდება არც ერთი ლარი, რისი კონტრიბუციაც მათ სახელზე ხდება“,- ამბობს მელიქიძე.

2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 195 ათასი ადამიანია გაწევრიანებული. დაგროვებითი პენსიით უკვე 3 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და გაცემულია 25 მილიონ ლარამდე.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ