LIVE
ვიდეო
21 ოქტ, 2022 15:40
მესტიის მერი: ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც მაინინგს დაარეგულირებს
683

მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის შემცირების გეგმაზე მუშაობს.

როგორც კაპიტონ ჟორჟოლიანი "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, კრიპტოვალუტების მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო გამოყენება კვლავ გამოწვევაა. მისი თქმით, მოქალაქეების დიდი ნაწილი მაინინგზე უარს არ ამბობს, ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნის გამო კი მერიას გარკვეული პროექტების განხორციელება უჭირს.

"ბოლო ორ წელში მაინინგმა ისე იმატა, რომ კატასტროფულად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება. საკითხს სხვანაირი, სწორი პოლიტიკის შემუშავება სჭირდება, რათა შევძლოთ ეკონომიკური ჩიხიდან გამოსვლა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს პროცესში. ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც კრიპტოვალუტის მოპოვებას დაარეგულირებს. ერთი ხელის მოსმით და არადემოკრატიული ნაბიჯებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. როგორი იქნება ჩვენი გეგმა და როდის იქნება ის მზად, ამაზე პასუხს დღეს ნუ მომთხოვთ, მაგას დიდი ფიქრი სჭირდება", - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

პრობლემის მოსაგვარებლად, ენერგეტიკოსების ნაწილი ითხოვს, დაწესდეს მოხმარების ზღვარი, რომლის ზემოთაც მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდის. ენერგეტიკოსების ნაწილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ზამთარს კვლავ გეგმის გარეშე შეხვდება, ვითარება იმაზე რთული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მონაცემებით, სვანეთის მოსახლეობამ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 87.891.811 მლნ. კვტ/სთ. ელექტროენერგია მოიხმარა. 2021 წლის წინ 9 თვეში კი 70.891.626 მლნ. კვტ/სთ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ