LIVE
ვიდეო
17 სექ, 2022 12:35
საქართველოში ნაყიდ დოლარს რუსები შავ ბაზარზე ყიდიან - ნიკა ბაქრაძე
287

PMC კვლევითი ცენტრის მკვლევარი ნიკა ბაქრაძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები, დოლარის დეფიციტის გამო, საქართველოს რუბლის გადასაკონვერტირებლად იყენებენ.

მისი შეფასებით, სანქცირებული რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდა ერთის მხრივ, საქართველოში ჩამოსული რუსი მიგრანტების ხარჯზე ხდება. მეორე მხრივ, რუსეთში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც გარკვეული კაპიტალი დააგროვეს, თანხებს სამშობლოში გზავნიან.

„გარკვეული წყაროებიდან გამოვლინდა, რომ რუსეთის მოქალაქეები თავად აგზავნიან საქართველოში რუბლს, რომელსაც შემდგომ დოლარში აკონვერტირებენ და ნაღდი ფულის სახით გააქვთ უკან, რუსეთის ბაზარზე. ხოლო რადგან რუსეთში დოლარზე წვდომა შეზღუდულია, მას კურსთან შედარებით, ბევრად უფრო ძვირად ყიდიან,“- განაცხადა ნიკა ბაქრაძემ "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო რეკორდული მოცულობის ფულად გზავნილებს იღებს და გადმორიცხული თანხების ოდენობით პირველ ადგილს, სწორედ სანქცირებული რუსეთი იკავებს. აგვისტოში, წინა თვეების მსგავსად, საქართველომ ყველაზე მეტი ($111 მილიონის) ფულადი გზავნილი რუსეთიდან მიიღო და მასზე მთლიანი გზავნილების 33% მოდიოდა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ