LIVE
ვიდეო
15 სექ, 2022 13:20
ეთერიუმის ახალი სისტემა 99,9%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს - განახლება დასრულდა
1642

მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა, ეთერიუმი გადავიდა ახალ სისტემაზე, რომელიც 99,9%-ით ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ცვლილება, სახელწოდებით The Merge შეიქმნა კრიტიკოსების საპასუხოდ, რომლებიც კრიპტოვალუტებს ეკოლოგიურად საზიანოდ მიიჩნევენ. 

სისტემის განახლების შესახებ მისმა თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა. მისი თქმით, ბლოკჩეინის ქსელმა დაასრულა დღემდე კრიპტო სამყაროს ყველაზე დიდი და ამბიციური პროგრამული უზრუნველყოფის განახლება. 

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">And we finalized!<br><br>Happy merge all. This is a big moment for the Ethereum ecosystem. Everyone who helped make the merge happen should feel very proud today.</p>&mdash; vitalik.eth (@VitalikButerin) <a href="https://twitter.com/VitalikButerin/status/1570306185391378434?ref_src=twsrc%5Etfw">September 15, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ეთერიუმი იმდენ ენერგიას მოიხმარს, რამდენსაც ერთი საშუალო ზომის ქვეყანა. ეთერიუმის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი ამბობს, რომ შერწყმა იყო ეთერიუმის გეგმის ნაწილი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, მაგრამ ტექნიკური სირთულეების გამო, არაერთხელ გადაიდო. 

ეთერიუმის ბლოკჩეინის სისტემას იყენებს არა მხოლოდ ვალუტა ეთერიუმი, არამედ ასობით მილიონი დოლარის ღირებულების სხვა მონეტები და კრიპტოპროდუქტები, როგორიცაა NFT. 

სისტემის განახლების შემდეგ ეთერიუმის ფასი 3%-ით, $1,654-მდე გაიზარდა. მონეტა 2021 წელს ხუთჯერ გაძვირდა და ბიტკოინს დიდი უპირატესობით გადაუსწრო, რაც ნაწილობრივ Merge-თან დაკავშირებულ პოზიტიურ მოლოდინს უკავშირდება. ორივე კრიპტოვალუტის კურსი ცვალებადია მას შემდეგ, რაც ნოემბერში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ