LIVE

Gazprom-მა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

30 ივლ 202211:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 933
Gazprom-მა ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა
REUTERS/Evgenia Novozhenina

Gazprom-მა ლატვიას გაზის მიწოდება შეუჩერა. კომპანიის პრესსამსახურის თანახმად, მიზეზი პირობების დარღვევა გახდა. 

ლატვიური გაზის კომპანიის, Latvijas Gaze-ის ხელმძღვანელმა, აიგარს კალვიტისმა 29 ივლისს განაცხადა, რომ კომპანია გააგრძელებს რუსული გაზის ყიდვას, მაგრამ არა Gazprom-ისგან, არამედ შუამავლის მეშვეობით.

გაზი ლატვიას მიეწოდება თხევადი ბუნებრივი აირის კლაიპედას ტერმინალისა და ინჩუკალნის მიწისქვეშა გაზის საცავის საშუალებით.

ოფიციალური მიზეზის მიუხედავად, ეს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის პირველი შემთხვევა არ არის. რუსეთს ევროპის რიგ ქვეყნებში, მათ შორის ბულგარეთში, ბუნებრივი აირის ექსპორტი შეჩერებული აქვს.

ივნისის შუა რიცხვებში, Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.

11 ივლისს Nord Stream ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღით გაჩერდა20 ივლისს კი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდება მკაცრად შემცირდებოდა, თუ სანქციებთან დაკავშირებული უთანხმოება არ მოგვარდებოდა. 

დასავლელი მოკავშირეები კრემლს ენერგეტიკის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ.