LIVE

H&M რუსეთიდან სრულად გადის - გადაწყვეტილება კომპანიას $191 მლნ უჯდება

18 ივლ 202211:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
H&M რუსეთიდან სრულად გადის - გადაწყვეტილება კომპანიას $191 მლნ უჯდება

H&M, მსოფლიოში ტანსაცმლის მეორე უმსხვილესი საცალო მოვაჭრე, რუსეთში ბიზნესის კეთებას წვეტს და უერთდება ასეულობით დასავლურ კომპანიას, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის ბაზარი სამუდამოდ დატოვეს.  

"ფრთხილი განხილვის შემდეგ, შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე", - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰელენა ჰელმერსონმა.

კომპანია აპირებს რუსეთში დროებით გახსნას მაღაზიები, რათა დარჩენილი საქონელი გაყიდოს.  

შვედურ ტრანსნაციონალურ კომპანიას ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ,  $191,3 მილიონი (2 მილიარდი კრონა) დაუჯდება, საიდანაც დაახლოებით 1 მილიარდი კრონა გავლენას მოახდენს ფულად ნაკადებზე.

H&M-მა რუსეთში გაყიდვები მარტის დასაწყისში შეაჩერა. იელის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1000-ზე მეტმა კომპანიამ რუსულ ბაზარზე ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაფაელა ლინდებერგი