ბერლინი რუსული წიაღისეული საწვავის ალტერნატივებს ეძებს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრა ენერგეტიკული კავშირების გასაღრმავებლად გამოიყენა. გერმანიას სურს, რომ რუსული გაზის ჩანაცვლებას კანადიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტით დაეხმაროს.
ბავარიაში შვიდეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე შოლცმა და ტრუდომ განიხილეს, თუ როგორ უნდა შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და როგორ შეამცირონ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება.
"ორი ქვეყანა ითანამშრომლებს იმაზე უკეთ, ვიდრე უკვე თანამშრომლობს”, - თქვა შოლცმა, რომელიც მოლაპარაკებების წინ ტრუდოს გვერდით იდგა.
შოლცი კანადაში ვიზიტს აგვისტოს ბოლოს გეგმავს. გერმანელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ორი ქვეყანა იმ დროისთვის უკვე შეძლებს LNG გარიგების გამოცხადებას.
შოლცის მთავრობამ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ენერგეტიკული ბაზრების კოლაფსის საფრთხეს ქმნის.
ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ე.წ. განგაშის რეჟიმი აამოქმედა, რაც გაზით მომარაგების სფეროში საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ხდება.
"რუსული გაზის შემცირებული ნაკადები გერმანიას სახიფათო სიტუაციაში აყენებს", - ამბობს Bloomberg Economics-ის ევროზონის ეკონომისტის მაევა კუსინი.
კანადა მსოფლიოში ბუნებრივი აირის მე-2 უმსხვილესი მწარმოებელია, მაგრამ მას აკლია საექსპორტო ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთ სანაპიროზე. ახალი LNG ტერმინალის ასაშენებლად ნებართვას შეიძლება ათ წელზე მეტი დასჭირდეს. თუმცა, არსებობს იმპორტის ტერმინალი, რომელიც ესპანურ ფირმა Repsol-ს ეკუთვნის. მისი საექსპორტო ტერმინალად გადაკეთება შეიძლება შედარებით სწრაფად მოხდეს. კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ჯონათან ვილკინსონის თქმით, ტერმინალმა შესაძლოა გაზის მიწოდება სამიდან ოთხ წელიწადში დაიწყოს.
გასული კვირიდან რუსეთი ევროპას გაზის 60%-ით შემცირებულ გაზის მოცულობას აწვდის. 14 ივნისს Gazprom-მა განაცხადა, რომ ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ნაკადს 40%-ით ამცირებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა