თურქეთი, რომელიც ლტოლვილთა ყველაზე დიდ რაოდენობას იღებს, მომავალი თვიდან უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვების კვოტებს დააწესებს. ქვეყანაში ანტიმიგრანტული განწყობა ძლიერდება, რაც ზეწოლას ახდენს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნების წინ.
თურქეთი 1-ლი ივლისიდან შეზღუდავს უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვების რაოდენობას ქვეყნის გარკვეულ დასახლებებში მოსახლეობის 20%-მდე. ეს წესი ფაქტობრივად დახურავს 1,200 უბანს უცხოელებისთვის.
ოფიციალური პირები ცდილობენ შეაკავონ საზოგადოების უკმაყოფილება, რადგან ეკონომიკური ვარდნა აძლიერებს აღშფოთებას დაახლოებით 3,7 მილიონი სირიელი ლტოლვილის მიღების გამო. ისინი თურქეთის მოქალაქეებს დასაქმების სფეროში კონკურენციას უწევენ. ლტოლვილთა წინააღმდეგ მზარდმა განწყობამ წაახალისა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ ერდოღანის შეცვლა და ლტოლვილების საკითხი არჩევნების წინ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა.
მაისის დასაწყისში ერდოღანმა 1 მილიონი სირიელის თურქეთის მიერ კონტროლირებად ზოლში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, თუმცა თქვა, რომ რეპატრიაციის პროგრამა ნებაყოფლობითი იქნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: თუგჩე ოზსოი