LIVE

"ლიბერთიმ" პენსიების დარიგების სურვილი გამოთქვა - წინადადებების მიღება დასრულდა

16 მაი 202212:12
3 წუთის საკითხავი
clock clock 875
"ლიბერთიმ" პენსიების დარიგების სურვილი გამოთქვა - წინადადებების მიღება დასრულდა

პენსიების დარიგების მიზნით კომერციული ბანკის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულდა. ამ დროისთვის ასახულია „ლიბერთი ბანკის“ შეთავაზება.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რომელმა ბანკებმა წარადგინეს წინადადებები. აღსანიშნავია, რომ "ლიბერთის" გარდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერში მონაწილეობის მიღებას „საქართველოს ბანკიც“ განიხილავდაელექტრონული ტენდერი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.

ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულმა ბანკმა სახელმწიფოს მომსახურება 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.

ტენდერის პირობების მიხედვით, სერვისისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაქსიმუმ 15 მლნ ლარი ხოლო კონტრაქტის განმავლობაში (7 წელი) 105 მლნ ლარი გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერი წესდება, რომელიც ამ ეტაპისთვის 26%-ის ფარგლებშია. შესაბამისად, ბანკის შეთავაზება ამ ზღვარს უნდა შეესაბამებოდეს. ტენდერის გამოცხადებამდე სწორედ ეს ფაქტორი სახელდებოდა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც შესაძლოა ბანკებს მონაწილეობის ინტერესი დაჰკარგოდათ. როგორც "ლიბერთი ბანკში" „ბიზნეს ფორმულასთან" აცხადებდნენ, 26%-იანი ზედა ზღვარი დაბალი მაჩვენებელია.