LIVE

გერმანია და საბერძნეთი პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებას გაზრდიან - FT

29 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
გერმანია და საბერძნეთი პოლონეთისა და ბულგარეთისთვის გაზის მიწოდებას გაზრდიან - FT
REUTERS/Dado Ruvic

გაზის გადაცემის სისტემის ოპერატორ Hellenic-ის მონაცემებით, გერმანია და საბერძნეთი ემზადებიან ბუნებრივი აირის მიწოდების გასაზრდელად პოლონეთსა და ბულგარეთში მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა მიწოდება. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთისა და ბულგარეთის დახმარების მზაობა გამოხატა შეერთებულმა შტატებმაც. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ გადახედავს გაზის მოცულობების გადამისამართებას პოლონეთისა და ბულგარეთისკენ.

ცნობისთვის, გაზის საფასურის რუბლში გადახდა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაა, რომლის შეუსრულებლობის გამო, Gazprom-მა ბულგარეთსა და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუჩერა

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია