LIVE

ავსტრალიამ რუს დეპუტატებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

22 აპრ 202214:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
ავსტრალიამ რუს დეპუტატებსა და პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

ავსტრალიამ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ზრდასრულ ქალიშვილებს ფინანსური სანქციები დაუწესა და მოგზაურობა აუკრძალა. 

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები ასევე დაუწესდა 144 რუს დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა თქვა, რომ ავსტრალია კვლავ მიიღებს ზომებს მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილებს მიმდინარე თვის დასაწყისში სანქციები დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მაც დაუწესეს. მარია ვორონცოვასა და კატერინა ტიხონოვას სანქცირება ძირითადად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან გაურკვეველია, აქვთ თუ არა მათ მნიშვნელოვანი აქტივები რუსეთის ფარგლებს გარეთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია