LIVE

პუტინის შვილები შეერთებული შტატების შემდეგ ბრიტანეთმაც დაასანქცირა

08 აპრ 202215:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 2379
პუტინის შვილები შეერთებული შტატების შემდეგ ბრიტანეთმაც დაასანქცირა

შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილებს სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა.

პუტინის ქალიშვილებს აეკრძალებათ მოგზაურობა და გაეყინებათ აქტივები. იგივე შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს. თავად ლავროვი, პუტინი და ლავროვის დედინაცვალი, პოლინა კოვალევა უკვე სანქცირებულები არიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, რუსეთი მიდის ყველაზე ღრმა რეცესიისკენ ბოლო 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. 

“ჩვენი სანქციების უპრეცედენტო პაკეტი ურტყამს ელიტას და მათ ოჯახებს, ამავდროულად ამცირებს რუსეთის ეკონომიკას იმ მასშტაბით, რაც რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ უნახავს”,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მორალესი